Monday, 16 July 2018
ტრენინგის მეცხრე დღე
ტრენინგის დასკვნით, მეცხრე დღეს გავაკეთე ჩემი პროექტის პრეზენტაცია ჯგუფის წინაშე, ასევე მოვისმინე ჯგუფის სხვა წავრების პრეზენტაციები, იყო საინტერესო, ძირითადად პრობლემებზე დაფუძნებული პროექტები: ჯანსაღი ცხოვრების წესზე, წიგნიერებაზე, გარემოს დასუფთავებაზე, ქართულ ტრადიციებზე, ხალხური და კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციაზე, ბავშვებისთვის ნაკლებად ცნობილ მწერალზე, გადაშენებულ ცხოველებზე, ასევე პროექტი ''წიგნი თუ კომპიუტერი". გავუზიარეთ ერთმანეთს შთაბეჭდილებები. ასევე შევქმენით პროექტის პორტფოლიო, რომელიც ბლოგზე ავტვირთეთ. გავიმეორეთ წინა დღეებში განვლილი მასალა, დავსვით შეკითხვები, რაზეც ამომწურავი პასუხები გაგვცა ქალბატონმა ქეთიმ. ჩემს მიერ გაკეთებულ პროექტს აუცილებლად განვახორციელებ ახალ სასწავლო წელს ჩემს მოსწავლეებთან.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment