Monday 16 July 2018

ტრენინგის მეცხრე დღე

ტრენინგის დასკვნით, მეცხრე დღეს გავაკეთე ჩემი პროექტის პრეზენტაცია ჯგუფის წინაშე, ასევე მოვისმინე ჯგუფის სხვა წავრების პრეზენტაციები, იყო საინტერესო, ძირითადად პრობლემებზე დაფუძნებული პროექტები: ჯანსაღი ცხოვრების წესზე, წიგნიერებაზე, გარემოს დასუფთავებაზე, ქართულ ტრადიციებზე, ხალხური და კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციაზე, ბავშვებისთვის ნაკლებად ცნობილ მწერალზე, გადაშენებულ ცხოველებზე, ასევე პროექტი ''წიგნი თუ კომპიუტერი". გავუზიარეთ ერთმანეთს შთაბეჭდილებები. ასევე შევქმენით პროექტის პორტფოლიო, რომელიც ბლოგზე ავტვირთეთ. გავიმეორეთ წინა დღეებში განვლილი მასალა, დავსვით შეკითხვები, რაზეც ამომწურავი პასუხები გაგვცა ქალბატონმა ქეთიმ. ჩემს მიერ გაკეთებულ პროექტს აუცილებლად განვახორციელებ ახალ სასწავლო წელს ჩემს მოსწავლეებთან.

Friday 13 July 2018

ტრენინგის მერვე დღე

გავაკეთეთ მოსწავლის ფასილიტაციის ნიმუში. შევამოწმეთ და მოვაწესრიგეთ ჩვენი საქაღალდე.

Wednesday 11 July 2018

ტრენინგის მეშვიდე დღე

ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკებზე, განსხვავებული საჭიროების მოსწავლის დავალებებზე, დავამთავრეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა.

Tuesday 10 July 2018

ტრენინგის მეექვსე დღე

ვიმუშავეთ მოსწავლის ნიმუშის შექმნაზე, გავეცანით სასწავლო პროექტის პროცედურებს, გავეცანით შეფასების რუბრიკებს.

Saturday 7 July 2018

ტრენინგის მეხუთე დღე

განვიხილეთ საავტორო უფლებები, მოვიძიეთ ინტერნეტ მისამართები, ვისწავლეთ სურათის ჩასმა, დავათვალიერეთ ერთმანეთის ბლოგები, მივეცით კომენტარტები. შევქმენით მოსწავლის ბლოგი, ვისწავლეთ ფონების შეცვლა. ვისწავლეთ გაჯეტის ჩასმა მოსწავლის ბლოგში.

Thursday 5 July 2018

ტრენინგის მეოთხე დღე

მეოთხე დღეს ვიმუშავეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდზე,ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე,  ასევე ვისწავლეთ მასწავლებლის პრეზენტაცია, პოვერ პოინტში გავაკეთეთ სლაიდი ამ პრეზენტაციაზე.