ინტელის სასწავლო კურსი
Thursday, 7 November 2019
Monday, 16 July 2018
ტრენინგის მეცხრე დღე
ტრენინგის დასკვნით, მეცხრე დღეს გავაკეთე ჩემი პროექტის პრეზენტაცია ჯგუფის წინაშე, ასევე მოვისმინე ჯგუფის სხვა წავრების პრეზენტაციები, იყო საინტერესო, ძირითადად პრობლემებზე დაფუძნებული პროექტები: ჯანსაღი ცხოვრების წესზე, წიგნიერებაზე, გარემოს დასუფთავებაზე, ქართულ ტრადიციებზე, ხალხური და კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციაზე, ბავშვებისთვის ნაკლებად ცნობილ მწერალზე, გადაშენებულ ცხოველებზე, ასევე პროექტი ''წიგნი თუ კომპიუტერი". გავუზიარეთ ერთმანეთს შთაბეჭდილებები. ასევე შევქმენით პროექტის პორტფოლიო, რომელიც ბლოგზე ავტვირთეთ. გავიმეორეთ წინა დღეებში განვლილი მასალა, დავსვით შეკითხვები, რაზეც ამომწურავი პასუხები გაგვცა ქალბატონმა ქეთიმ. ჩემს მიერ გაკეთებულ პროექტს აუცილებლად განვახორციელებ ახალ სასწავლო წელს ჩემს მოსწავლეებთან.
Friday, 13 July 2018
ტრენინგის მერვე დღე
გავაკეთეთ მოსწავლის ფასილიტაციის ნიმუში. შევამოწმეთ და მოვაწესრიგეთ ჩვენი საქაღალდე.
Wednesday, 11 July 2018
ტრენინგის მეშვიდე დღე
ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკებზე, განსხვავებული საჭიროების მოსწავლის დავალებებზე, დავამთავრეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა.
Tuesday, 10 July 2018
ტრენინგის მეექვსე დღე
ვიმუშავეთ მოსწავლის ნიმუშის შექმნაზე, გავეცანით სასწავლო პროექტის პროცედურებს, გავეცანით შეფასების რუბრიკებს.
Saturday, 7 July 2018
ტრენინგის მეხუთე დღე
განვიხილეთ საავტორო უფლებები, მოვიძიეთ ინტერნეტ მისამართები, ვისწავლეთ სურათის ჩასმა, დავათვალიერეთ ერთმანეთის ბლოგები, მივეცით კომენტარტები. შევქმენით მოსწავლის ბლოგი, ვისწავლეთ ფონების შეცვლა. ვისწავლეთ გაჯეტის ჩასმა მოსწავლის ბლოგში.
Thursday, 5 July 2018
ტრენინგის მეოთხე დღე
მეოთხე დღეს ვიმუშავეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდზე,ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე, ასევე ვისწავლეთ მასწავლებლის პრეზენტაცია, პოვერ პოინტში გავაკეთეთ სლაიდი ამ პრეზენტაციაზე.
Subscribe to:
Posts (Atom)